მაია ჯოხაძის ელექტრონული პორტფოლიო
ბლოგის შექმნის მიზანია მრავალფეროვანი რესურსების თავმოყრა, პროფესიული საქმიანობის აღნუსხვა და გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის.
პროექტები
- ბლოგის ავტორი
- გაკვეთილის გეგმები-რეფლექსიები
- სასწავლო რესურსები
- ფოტო ალბომი
- სასწავლო პროექტები
- კლუბი ,,მაძიებელნი"
- ექსკურსიები
- სამოდელო გაკვეთილები
- სასარგებლო ბმულები
- სამუშაო ელექტრონული მისამართები
- ვიდეოები
- სახალისო აქტივობები
- ტრენინგები , სერტიფიკატები
- შეაფასეთ ბლოგი
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- ეს საინტერესოა
- სამართლებრივი აქტები
Friday, June 21, 2019
Saturday, December 1, 2018
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგის მეცხრე დღე - წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები და მოვაწყვეთ პრეზენტაციები. გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევრები დრაივზე და ავტვირთეთ ბლოგზე. ტრენინგის ბოლო დღე იყო შემაჯამებელი, გამომდინარე აქედან ნაყოფიერი და საინტერესო, რისთვისაც მადლობა ტრენერს - ბატონ მერაბს, რომელიც გვეხმარებოდა ტრენინგების განმავლობაში. ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგები დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
Sunday, November 25, 2018
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგის მერვე დღე - გავეცანით მე-7 მოდულს - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. შევავსეთ ჩვენი პორტფოლიო ჩეკლისტის მიხედვით.
ტრენინგი იყო სააზროვნო, საინტერესო და შრომატევადი.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგის მეშვიდე დღე - გამომდინარე იქიდან, რომ საპატიო მიზეზის გამო, ვერ დავესწარი მეშვიდე სატრენინგო დღეს, მომიხდა გეგმით გათვალისწინებული იმ მასალების გაცნობა, რაც გავიარეთ და პროექტის გეგმის შაბლონის შესაბამისი გრაფების შევსება. გავეცანი მე-6 მოდულს-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და დავამატე პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლებისათვის საჭირო პროცედურები, შესაბამისი მითითებებით.
Sunday, November 18, 2018
რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე - გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშს და შევქმენით იგი. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და მისი კრიტერიუმები, როგორც განმავითარებელი, აგრეთვე განმსაზღვრელი. შეფასების რუბრიკები გადმოვიტანეთ დამხმარე ფაილში.
ტრენინგზე ვისწავლეთ შეფასების სკალების ძალიან ბევრი და საინტერესო ვარიანტი, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ პედაგოგიურ საქმიანობაში. გამომდინარე აქედან ტრენინგი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი.
Saturday, November 17, 2018
რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე - კურსის რესურსების დამხმარე ფაილში გადმოვიტანეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, გადმოვწერეთ და გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. გავეცანით პრეზენტაციას - ,,საავტორო უფლებების ქაოსი". გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი. Power Point-ის პროგრამაში შევქმენით სლაიდი ჩვენი პროექტის ფარგლებში.
ტრენინგი იყო შრომატევადი და საინტერესო.
Subscribe to:
Posts (Atom)