Sunday, November 25, 2018

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
     ტრენინგის მერვე დღე - გავეცანით მე-7 მოდულს - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.  შევავსეთ ჩვენი პორტფოლიო ჩეკლისტის მიხედვით.
    ტრენინგი იყო სააზროვნო, საინტერესო და შრომატევადი.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგის მეშვიდე დღე - გამომდინარე იქიდან, რომ საპატიო მიზეზის გამო, ვერ დავესწარი მეშვიდე სატრენინგო დღეს, მომიხდა  გეგმით გათვალისწინებული იმ მასალების გაცნობა, რაც გავიარეთ და  პროექტის გეგმის შაბლონის შესაბამისი გრაფების შევსება.  გავეცანი მე-6 მოდულს-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის  და დავამატე პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლებისათვის საჭირო პროცედურები, შესაბამისი მითითებებით.

Sunday, November 18, 2018

რეფლექსია
      ტრენინგის მეექვსე დღე - გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშს და შევქმენით იგი. განვიხილეთ შეფასების  რუბრიკები და მისი კრიტერიუმები, როგორც განმავითარებელი, აგრეთვე განმსაზღვრელი. შეფასების რუბრიკები გადმოვიტანეთ დამხმარე ფაილში. 
    ტრენინგზე ვისწავლეთ შეფასების სკალების ძალიან ბევრი და საინტერესო ვარიანტი, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ პედაგოგიურ საქმიანობაში. გამომდინარე აქედან ტრენინგი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი. 

Saturday, November 17, 2018

რეფლექსია

   ტრენინგის მეხუთე დღე - კურსის რესურსების დამხმარე ფაილში გადმოვიტანეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, გადმოვწერეთ და გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. გავეცანით პრეზენტაციას - ,,საავტორო უფლებების ქაოსი".  გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი.  Power Point-ის პროგრამაში შევქმენით სლაიდი ჩვენი პროექტის ფარგლებში. 
   ტრენინგი იყო შრომატევადი და საინტერესო.







Sunday, November 11, 2018

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

     ტრენინგის მეოთხე დღე - გავეცანით და განვიხილეთ პროექტის შეფასების  სხვადასხვა მეთოდები (განმსაზღვრელი და განმავითარებელი), მათი ინსტრუმენტები და სტრატეგიები.  ვიხელმძღვანელეთ ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოთი, შევარჩიეთ ჩვენთვის საჭირო მეთოდები, რომელიც მოვარგეთ და გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმაში. 
            ტრენინგი იყო ინფორმაციული და საინტერესო.

Saturday, November 10, 2018






      ტრენინგის მესამე დღე - ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. შევავსეთ სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონი, რაშიც გამოვიყენეთ  ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და ინდიკატორები. გავეცანით გამჭოლ კომპეტენციებს. ელექტრონული წიგნიდან შევუსაბამეთ 21- საუკუნის მინიმუმ სამი უნარ-ჩვევა. შევავსეთ გონებრივი იერიშის კითხვების ცხრილი, რაშიც  დაგვეხმარა საკვანძო კითხვების პრეზენტაცია. ტრენინგი იყო საკმაოდ შრომატევადი, ნაყოფიერი და საინტერესო.

Sunday, November 4, 2018


რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 

     ტრენინგის მეორე დღე - ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ინტელის ძირითადი კურსის წიგნი, რომელიც გამოგვადგება პროექტით სწავლების პრაქტიკის დანერგვაში, ზემოხსენებული მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეებში  მოტივაციის ამაღლებას. 
    გავეცანით ბუკლეტის გამოცემის მომზადების ჩეკლისტს,  მისი შექმნისთვის საჭირო  შაბლონის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის შევარჩიეთ ერთ-ერთი ჩვენთვის მისაღები და შესაბამისი რესურსების მოძიებისა და ესგ-ს მიზნების გათვალისწინების შემდგომ დავამზადეთ ბუკლეტები,   რაშიც გამოვიყენეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.
    დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.






რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

ტრენინგის პირველი დღე - გავეცანი პროექტით სწავლების მიზნებსა და შედეგებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები მიზნობრივად და ეფექტურად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.   განვიხილეთ პროექტის განხორციელების გეგმის შაბლონი და განხორციელების დროის ჩარჩოები, პროექტის გეგმის საფეხურები:
  •  21 საუკუნის უნარ-ჩვევები
  • პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი
  • პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
  • სასწავლო მიზნები
პირველი დღე ძირითადად იყო საინფორმაციო ხასიათის, რომელმაც ჩემში დაბადა ახალი იდეები, საინტერესო პროექტების განხორციელების სურვილი, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში, ეს  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს წარმოსახვის,  შემოქმედებითი და სხვა უნარების განვითარებაში, რაც დაეხმარებათ მათ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.