Sunday, November 4, 2018



რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

ტრენინგის პირველი დღე - გავეცანი პროექტით სწავლების მიზნებსა და შედეგებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები მიზნობრივად და ეფექტურად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.   განვიხილეთ პროექტის განხორციელების გეგმის შაბლონი და განხორციელების დროის ჩარჩოები, პროექტის გეგმის საფეხურები:
  •  21 საუკუნის უნარ-ჩვევები
  • პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი
  • პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
  • სასწავლო მიზნები
პირველი დღე ძირითადად იყო საინფორმაციო ხასიათის, რომელმაც ჩემში დაბადა ახალი იდეები, საინტერესო პროექტების განხორციელების სურვილი, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში, ეს  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს წარმოსახვის,  შემოქმედებითი და სხვა უნარების განვითარებაში, რაც დაეხმარებათ მათ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

3 comments:

  1. საინტერესოა პირველი დღის რეფლექსია. დატვირთული დღე გქონიათ და ბევრი ინფორმაცია მიგიღიათ. წარმატებულ პროექტის დაგეგმვას გისურვებთ .

    ReplyDelete
  2. წარმატებული პროექტების განხორციელებას გისურვებთ, ქალბატონო მაია!

    ReplyDelete
  3. წარმატებებს გისურვებთ <3

    ReplyDelete